X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

9 თებერვალი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, თურქეთის საელჩოში, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

ირაკლი ქარსელაძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე ის ტკივილი, რაც ჩვენ მოძმე თურქეთს ამჟამად აქვს. ვუსამძიმრებთ მათ ამ დიდ ტრაგედიას. ვუსურვებთ, რომ მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდეს. ჩვენი მაშველები მოწინავე ფლანგზე არიან. როგორც ელჩმა მითხრა, ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უკვე შეძლეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ერთი ვართ, ყველა მაშველი ერთია. ჩვენ თურქეთის გვერდით ვართ და ვიქნებით ყოველთვის. მშვიდობას ვუსურვებ მათ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საჭიროებებზე ოპერატიულად ხდება პასუხი. ასეთ შემთხვევაში, სხვანაირად შეუძლებელია ხდებოდეს”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.